აუდიო - ვიდეო გადაწყვეტილებები

business-conferences

ვიდეო საკონფერენციო გადაწყვეტილება

ინტერაქტიული სქრინი

საპროექციო სისტემები

საკონფერენციო სისტემები

უსადენო საპრეზენტაციო სისტემები

LCD პანელებისგან შემდგარი ვიდეო კედელი

აუდიო — ვიდეო მოწყობილობების მართვის სისტემა

საკონტროლო ოთახის მოწყობილობები

ფონური მუსიკა

ელექტრონული აბრა 

სივრცის რეზერვირების გადაწყვეტილება

აუდიო ვიდეო აპარატურის სამაგრები

ვიდეო საკონფერენციო გადაწყვეტილება

ვიდეო საკონფერენციო სისტემა, წარმოადგენს აპარატურული და პროგრამული გადაწყვეტილებების ერთობლიობას, რომელიც ქმნის რეალობასთნ მაქსიმალურად მიახლოებულ ვიზუალურ და ხმოვან კავშირს დისტანციურ თანამოსაუბრესთან.

ქართულ ბაზარზე TV-Lux Hospitality წარმოადგენს მოწინავე კომპანიას, რომელიც აწარმოებს ვიდეო საკონფერენციო სისტემების დანერგვას სხვადასხვა ბიზნეს დარგში.

აღნიშნული გადაწყვეტილების საშუალებით,თქვენი ბიზნეს საქმიანობა არ იქნება დამოკიდებული სხვადასხვა გარე ფაქტორზე. იქნება ეს ჩაკეტილი საზღვრები თუ თანამშრომელთა გადაადგილების პრობლემა.

ვიდეო საკონფერენციო გადაწყვეტილება გამოიყენება სასტუმრო მომსახურების სფეროში, ოფიციალური შეხვედრების ოთახებში, სამედიცინო სექტორში, დისტანციურ სწავლებისა და უსაფრთხოების სისტემებში.
ვიდეო საკონფერენციო სისტემების უპირატესობებია:

  • • ხარჯებისა და დროის მინიმიზაცია.
    • კომუნიკაცია რეალურ დროსა და სივრცეში.
    • ერთობლივი გადაწყვეტილებების სწრაფი შემუშავება და მიღება.
    • 80% — ით მეტი ეფექტურობა, სატელეფონო ზართან შედარებით.

ინტერაქტიული სქრინი

TV-Lux Hospitality არის კვალიფიციური ექსპერტი ინტერაქტიული პანელების დანერგვაში.

ინტერაქტიული პანელის სენსორული ინტერფეისი მარტივი და ინტუიციურია ნებისმიერი ასაკისა და განათლების მქონე ადამიანისთვის. მისი საშუალებით შესაძლებელია დისტანციური სწავლების საგრძნობლად გამარტივება.

ყოველივე ზემოთ აღნიშნული ფუნქციით სარგებლობისთვის დაგჭირდებათ მხოლოდ და მხოლოდ ერთი მოწყობილობა.

ინტერაქტიული პანელების შესაძლებლობებია:

  • ინტერაქტიული სქრინი კამერითა და ხმაურისა და ექოს ჩამხშობი ფუნქციის მქონე მიკროფონით
  • შეხვედრების მცირე ზომის ოთახებისთვის განკუთვნილ ინტერაქტიულ პანელებში ინტეგრირდება სხვადასხვა პროგრამული გადაწყვეტილებები
  • თავსებადია თქვენს რჩეეულ აპლიკაციებთან.
  • MultiTouch ფუნქციის მქონე სწრაფი რეაგირების სკრინი
  • ინფორმაციის გაზიარებისა და შენახვის ფუნქცია

საპროექციო სისტემები

კომპანია TV-Lux Hospitality სპეციალიზირდება ნებისმიერი სირთულის საპროექციო სისტემებზე.

საპროექციო სისტემა არის ბიუჯეტური გადაწყვეტილება თქვენი საქმიანობისთვის საჭირო დიდი და ხარისხიანი გამოსახულების მისაღებად. პროექტორები შეიძლება გამოყენებულ იქნას როგორც საკონფერენციო, შეხვედრების და საკონტროლო ოთახებში, ისე თეატრებსა და კინოთეატრებში.

ჩვენი კომპანია საშუალებას გაძლევთ შეარჩიოთ პროფესიონალური პროექტორი, ნებისმიერი სირთულის ამოცანისათვის.

საპროექციო სისტემები გამოიყენება შემდეგი ამოცანების გადასაწყვეტად:

  • გამოსახულების პროეცირება დიდ,საშუალო და მცირე საკონფერენციო დარბაზებში
  • გამოსახულების მეფინგი (Mapping) სხვადასხვა მიზნებისთვის
  • პროეცირება მულტიმედია მუზეუმებში
  • რამდენიმე პროექტორის მიერ საკონტროლო ოთახისთვის გამოსახულების შესაქმნელად
  • ინტერაქტიულ სიმულატორში გამოყენებული პროექციის მისაღებად
  • ინტერაქტიული პროექციის მისაღებად საკლასო ოთახებში

საკონფერენციო სისტემები

საკონფერენციო სისტემა შედგება: ცენტრალური საკონტროლო ტერმინალისგან, თავმჯდომარისა და მონაწილეების პანელებისგან; ასევე სხვადასხვა სახის პროგრამული უზრუნველყოფისა და ინტერფეისის მქონე მოდულებისაგან.

კომპანია TV-Lux Hospitality არის მსოფლიოში ცნობილი საკონფერენციო სისტემების მწარმოებლების დისტრიბუტორი.

საკონფერენციო სისტემები გთვაზობთ:

  • დოკუმენტების, აუდიო და ვიდეო მასალის მულტიმედია ურთიერთგაცვლას
  • კენჭისყრის საშუალებას
  • სინქრონული თარგმანის უზრუნველყოფას
  • მომხსენებლის ფართო ეკრანზე დანახვის შესაძლებლობას
  • ინტეგრაციას ვიდეო საკონფერენციო სისტემებში
  • კონფერენციის ჩაწერას

 

უსადენო საპრეზენტაციო სისტემები

უსადენო საპრეზენტაციო სისტემა გთავაზობთ:

  • თქვენთვის სასურველ ელექტრონულ მოწყობილობასთან შეუფერხებელ კავშირს
  • მრავალენოვან მხარდაჭერას
  • თქვენი Chromebook — იდან, iOS და Android მოწყობილობებიდან სხვადასხვა მასალის ფართო ეკრანზე გაზიარებას
  • (1080p/60) — მდე, Full HD გამოსახულების, ფაილებისა და დოკუმენტების ჩვენებას, mp3 ფაილების ჩართვას
  • კონტენტის ურთიერთგაზიარებას
  • ძირითადი ეკრანიდან გამოსახულების საკუთარ მოწყობილობაზე მიღებას
  • სამუშაო პროცესის უსაფრთხოების უზრუნველყოფას, დინამიურად ცვლადი ოთახის კოდის საშუალებით

კომპანია TV-Lux Hospitality გთავაზობთ უმაღლესი დონის უსადენო საპრეზენტაციო სისტემებს.

მონაწილეებს საშუალება ეძლევათ შეუერთდნენ ძირითად სისტემას მათი კუთვნილი უსადენო (Wi-Fi) და/ან სადენიანი მოწყობილობებით.

LCD პანელებისგან შემდგარი ვიდეო კედელი

TV-Lux Hospitality არის ვიდეო კედლების პანელების მსოფლიოში უმსხვილესი მწარმოებლის Samsung — ის ავტორიზებული დისტრიბუტორი.

LCD ვიდეო კედლები, სხვა ალტერნატიულ ტექნოლოგიებთან შედარებით წარმოადგენს ბიუჯეტურ გადაწყვეტილებას.

LCD პანელებისგან შემდგარი ვიდეო კედლის უპირატესობებია:

  • 4K გამოსახულების ჩვენება დამატებითი ძვირადღირებული აპარატურის გარეშე
  • ვიდეო კედლის სამონტაჟო სისტემის მინიმალური ზომა ზოგავს სივრცეს
  • გაჯერებული ფერები
  • ენერგოეფექტურობა
  • ცალკეული პიქსელების ამოწვისგან დაცვა
  • ეკრანის Anti – Glare ( ანტი — ამრეკლი ) ზედაპირი
  • სამ წლიანი გარანტია

აუდიო - ვიდეო მოწყობილობების მართვის სისტემა

TV-Lux Hospitality არის AV აპარატურის კონტროლის სისტემების ინტეგრირებული გადაწყვეტილებების სფეროში მაღალკვალიფიციური კომპანია.

ჩვენი სერტიფიცირებული სპეციალისტების გუნდი ანვითარებს, ნერგავს და მოთხოვნის შესაბამისად აკონფიგურირებს ყოველივე ზემოთ ხსენებულს.

კონტროლის სისტემის საშუალებით შეგიძლიათ შემდეგი ამოცანების გადაწყვეტა:

  • დიდი, საშუალო და მცირე შეხვედრის ოთახების მარტივი მართვა, ინტუიციური ინტერფეისით
  • ყველა საკონფერენციო ოთახის ერთი ლოკაციიდან მართვა და ასევე აუდიო ვიდეო აპარატურის მართვის სისტემის ინტეგრაცია შენობის მართვის (BMS) სისტემაში
  • კონტროლის სისტემის ფუნქციონალის გაფართოების საშუალება -განათების, მოტორიზებული ფარდებისა და კლიმატის სამართავად
  • ხარჯთეფექტურია, რადგან ამ სისტემასთან სამუშაოდ არ არის საჭირო მრავალრიცხვოვანი კვალიფიცირებული პერსონალი
  • AV აპარატურის კონტროლის სისტემის ფუნქციონალის გაფართოვება

საკონტროლო ოთახის მოწყობილობები

საკონტროლო ოთახის დიზაინი და მოწყობა ჩვენი კომპანიის ერთ-ერთი მიმართულებაა.

ჩვენ ვუზრუნველყოფთ დამკვეთს უახლესი ტექნოლოგიით აგებული, 24/7/365 საიმედო აპარატურით და მის სრულ ინტეგრაციას არსებულ ინფრასტრუქტურაში.

ჩვენ ვუზრუნველყოფთ შემდეგი ამოცანების გადაწყვეტას:

  • საერთო ეკრანის დიზაინს
  • საერთო ეკრანისთვის გრაფიკული კონტროლერის დიზაინს
  • საკონტროლო ოთახის ინტერიერის მიხედვით პროფესიული ავეჯის დიზაინს
  • არსებული ინფრასტრუქტურის მიხედვით მართვის გადაწყვეტილების შერჩევას

ფონური მუსიკა

ფონური მუსიკის გადაწყვეტილებები მოთხოვნადია დიდი ინფრასტრუქტურის მქონე დაწესებულებებში.

ჩვენი კომპანია სპეციალიზირდება მუსიკის აკომპანიმენტის როგორც სტაციონარულ, ისე ცოცხალი შესრულებისთვის განკუთვნილ გადაადგილებადი აპარატურით უზრუნველყოფაზე.

ფონური მუსიკის (BGM) აპარატურის ინსტალაციას აქვს შემდეგი უპირატესობები:

  • საჯარო თავშეყრის ადგილებში მაღალხარისხიანი მუსიკის ხმის დონის ავტომატური რეგულირება გარშემო ხმაურის დონის მიხედვით
  • მაღალი ხარისხის ენერგოეფექტური აპარატურა
  • ცენტრალიზებული მართვა ერთი ლოკაციიდან
  • ბგერის სპეციფიკაზე აგებული გამოთვლების შედეგად მიღებული უმაღლესი ხარისხის ფონური მუსიკა

ელექტრონული აბრა

ელექტრონული აბრის დანიშნულებაა სარეკლამო და საინფორმაციო ტექსტური, გრაფიკული და ვიდეო კონტენტის ჩვენება.
კომპანია TV-Lux Hospitality — ს შესრულებული აქვს მრავალი ციფრული აბრის პროფესიონალური ინსტალაცია.

ელექტრონული აბრის გადაწყვეტილება მოიცავს:

  • სხვადასხვა სახის პროდუქციის, მომსახურების, ივენთების სარეკლამო გამოსახულებებისა და ვიდეო რგოლების ჩვენებას ხალხმრავალ ადგილებში
  • მაღალი ხარისხის სლაიდების, გრაფიკის , წარწერების, ფოტოსურათებისა და ვიდეორგოლების ჩვენებას წინასწარ განსაზღვრული თანმიმდევრობით
  • ცენტრალიზებულ მართვის სისტემას
  • ერთ და რამდენიმე ეკრანზე საჩვენებელი მასალის მარტივად მომზადებას

სივრცის რეზერვირების გადაწყვეტილება

TV-Lux Hospitality თავის მომხმარებელს სთავაზობს შეხვედრების ოთახებისა და საკონფერენციო დარბაზების რეზერვირების თანამედროვე სრულყოფილ გადაწყვეტილებას.

სივრცის რეზერვირების სისტემა წარმოადგენს IT ინფრასტრუქტურაში ინტეგრირებული პროგრამული და აპარატურული გადაწყვეტილებების ერთობლიობას.

სივრცის რეზერვირების სისტემების ფუნქციონალია:

  • თავისუფალი სივრცის ძიების თქვენზე მორგებული მოქნილი სისტემა
  • ჯავშნების ნახვა და მართვა უშუალოდ MS Outlook — იდან, მობილური აპლიკაციიდან და Touch Panel — იდან
  • აუდიო ვიდეო სისტემასთან ინტეგრაცია (მულტიმედია აპარატურის და განათების ავტომატური ჩართვა — გამორთვა)
  • სივრცის დაკავებულობის შესახებ მუდმივად განახლებადი ინფორმაციის მოწოდება

Mounts for AV equipment

TV-Lux Hospitality AV აპარატურის სამაგრების ერთ — ერთი წამყვანი დისტრიბუტორია ევროპაში.

ჩვენი თითოეული პროდუქტი არის ხელით აწყობილი ევროპაში. ჩვენ არ ვმუშაობთ იაფფასიან უხარისხო ნაწარმთან.

ჩვენ ვუზრუნველყოფთ შემდეგ პროდუქციის მომარაგებასა და მონტაჟს:

  • ელექტრონული აბრების გადაწყვეტილებებ
  • Kiosk ტიპის გადაწყვეტილებები
  • პროექტორების, ტელევიზორების, ბრტყელი ეკრანებისა და ვიდეო კედლების სამაგრები
  • პროექტორების ჭერზე დასაკიდი სისტემები — ლიფტები და სამაგრი პლატფორმები