ქსელური მოწყობილობები

პროფესიონალური სვიჩები

პროფესიონალური როუტერები

CCTV უსაფრთხოება

ოპტიკური ქსელური აპარატურა

ქსელური აქსესუარები

საკაბელო ინფრასტრუქტურა

პროფესიონალური სვიჩები

კომპანია TV Lux Hospitality არის სასტუმრო სექტორისთვის,
სტრუქტურული საკაბელო სისტემებისთვის და ასევე ლოკალური ქსელებისთვის განკუთვნილი აპარატურის წამყვანი მომმარაგებელი საქართველოში.

ქსელური სვიჩები უზრუნველყოფენ მონაცემთა საიმედო და ეფექტურ ურთიერთგაცვლასა და ქსელის მაღალი ხარისხის წვდომადობის გარანტიას. ჩვენ გთავაზობთ:

  • ნებისმიერი დანიშნულების შესაბამის: არამართვად, მართვად, სმარტ და მესამე დონის სვიჩებს
  • გიგაბიტ სვიჩებს დიდი, მაღალგამტარუნარიანი ქსელებისთვის
  • PoE სვიჩებს კამერებთან და სხვა Power-Over-Ethernet ტექნოლოგიის მხარდაჭერის მქონე მოწყობილობებთან სამუშაოდ

პროფესიონალური როუტერები

როუტერის ძირითადი დანიშნულებაა, გააერთიანოს ქსელის
ცალკეული სეგმენტები. როუტერი უზრუნველყოფს ტრაფიკის მართვის შესაძლებლობების ფართო სპექტრს, აერთიანებს Ethernet- ს სხვა ტიპის ქსელებთან და ასევე აკავშირებს ლოკალურ ქსელს — გლობალურთან.

TV Lux Hospitality უზრუნველყოფს როუტერებით მომარაგებას, რომელიც გამოიყენება შიდა ქსელიდან ინტერნეტ — წვდომის მისაღებად.
ასევე, ჩვენ ვაკონფიგურირებთ როუტერებს ქსელის გამართული მუშაობისთვის, რაც მოიცავს ლოკალური ქსელის (LAN), ინტერნეტის (WAN) და უსაფრთხოების პარამეტრების განსაზღვრას.

CCTV უსაფრთხოება

უსაფრთხოების თანამედროვე კამერების გამოყენების უპირატესობებია:

  • გამოსახულების ხარისხის შენარჩუნება, დიდ მანძილზე გადაცემის დროსაც
  • ინფორმაციის უსაფრთხო გადაცემა
  • Cloud ტექნოლოგიის გამოყენება
  • ორმხრივი აუდიო კომუნიკაციის საშუალება
  • შენობაში არსებულ უსაფრთხოების სისტემაში ინტეგრაცია

CCTV წარმოადგენს აპარატურული და პროგრამული
უზრუნველყოფის კომპლექტს, ტერიტორიაზე და მასზე განვითარებულ ქმედებებზე თვალყურის სადევნად. კომპანია TV Lux Hospitality გთავაზობთ უსაფრთხოების კამერების ფართო არჩევანს.

ოპტიკური ქსელური აპარატურა

ოპტიკურ ქსელებს აქვთ შემდეგი უპირატესობები:

  • მაღალი გამტარუნარიანობა
  • სიგნალის შესუსტების დაბალი მაჩვენებელი
  • ქსელის ელემენტების ერთმანეთისგან გალვანურად განცალკევება
  • დაცულობა ელექტრომაგნიტური ხმაურისგან
  • ფუნქციონირების გაცილებით მაღალი ხანგრძლივობა

კომპანია TV Lux Hospitality — ს ერთერთი სპელიალიზაციაა
ოპტიკური ქსელების აგება. თანამედროვე ქსელებისადმი მოთხოვნები წარმოადგენს: ტრაფიკის მუდმივ ზრდას, მომსახურე პერსონალის მობილობას და გაფართოების საშუალებას.

ქსელური აქსესუარები

თანამედროვე სტანდარტების მაღალი მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად საჭიროა გამოვიყენოთ ქსელის მაღალი ხარისხის აქსესუარები.

TV Lux Hospitality გთავაზობთ შემდეგ ქსელის აქსესუარებს:

  • სასერვერო კარადებს და რეკებს
  • ეკრანირებულ და არაეკრანირებულ Cat 5e და Cat 6 კატეგორიების პატჩ პანელებს
  • Cross მოწყობილობებს
  • კონექტორებს, მოდულებს, ბუდეებსა და პატჩკორდებს
  • ქსელური ინფრასტრუქტურის ტესტერებს, სპეციალურ მოწყობილობებს

საკაბელო ინფრასტრუქტურა

ქსელის აგებისას საკაბელო ხაზების ხარისხი მნიშვნელოვან როლს ასრულებს. ქსელური ინფრასტრუქტურისთვის განკუთვნილი კაბელები უნდა უძლებდნენ თანამედროვე დატვირთვებს, ჰქონდეთ შესაბამისი გამტარუნარიანობა და გამძლეობის მახასიათებლები. ზემოთხსენებული უნდა დასტურდებოდეს შესაბამისი სერტიფიკატებით.

კომპანია TV Lux Hospitality გთავაზობთ საკაბელო პროდუქციის ფართო არჩევანს ნებისმიერი სირთულის ქსელის მოსაწყობად:

  • შიდა გაყვანილობისთვის განკუთვნილ ეკრანირებულ და არა ეკრანირებულ Cat 5e და Cat 6 კატეგორიების ხვეული წყვილის ტიპის კაბელებს
  • გარე გაყვანილობისთვის განკუთვნილ ეკრანირებულ და არა ეკრანირებულ Cat 5e და Cat 6 კატეგორიების ხვეული წყვილის ტიპის კაბელებს
  • სატელეფონო Multicore კაბელებს
  • Cat 7 კატეგორიის კაბელს